Saturday, February 13, 2021

რესურსოთახი და სსსმ მოსწავლესთან მუშაობა:

  • განხორციელდება ყველა იმ ზედაპირის დასუფთავება/დეზინფექცია, რომელთანაც შეხება უწევს სსსმ მოსწავლეს (მოსწავლესთან მუშაობის პროცესში გამოყენებული ნებისმიერი დამხმარე და განმავითარებელი რესურსი, მათ შორის, ეტლი, ყავარჯენი, სათვალე და სხვა);
  • რესურსოთახში, ინტეგრირებულ კლასსა და ასევე, საჭიროების შესაბამისად, საკლასო ოთახში, უზრუნველყოფილ იქნება გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის  დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
  • სსსმ მოსწავლესთან  მუშაობის დროს სპეციალისტი გამოიყენებს პირბადეს, თუ სამუშაო მოითხოვს 1 მ-ზე ახლოს მიახლოვებას, ამასთან, ხელებით კონტაქტის საჭიროებისას გამოიყენებს ერთჯერად  ხელთათმანს;
  • სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტი შეძლებისდაგვარად დაეხმარება სსსმ მოსწავლეებს უსაფრთხო დისტანციის დაცვაში.

გაკვეთილების ცხრილი და დღის რეჟიმი 2021 წლის 15 თებრვლიდან

 დასწრებით სწავლება:

დისტანციური სწავლება:

Friday, February 12, 2021

მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია

მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:

  • ყურადღებით გაეცნოს სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას;
  • სკოლაში სავალდებულოა პირბადის ტარება V-XII კლასის მოსწავლეებისთვის;
  • სკოლაში რეკომენდებულია პირბადის ტარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის;
  • სკოლაში წასვლამდე აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და 37 გრადუსი და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვას სკოლაში;
  • ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინოს სკოლას;
  • უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში;
  • სკოლაში მოსწავლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;
  • სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მოსწავლის სკოლიდან წაყვანა;
  • დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს;
  • ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბანის, ფოთის, მარნეულის, გორის, ბათუმის და ქობულეთის საჯარო სკოლების შემთხვევაში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილის შემთხვევაში მიიღოს სკოლისგან ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით (გაკვეთილების ჩატარების დრო, მასწავლებლების ვინაობა), ოთხშაბათ დღეს დაარეგისტრიროს მოსწავლე ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge. დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ისევ ოთხშაბათ დღეს გააუქმოს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge;
  • ვინაიდან შეჩერებულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, სურვილის მიხედვით უზრუნველყოს მოსწავლე საკვებით;
  • სკოლა ვალდებულია მაქსიმალურად შეზღუდავს ვიზიტორთა რაოდენობა სკოლის შენობაში, ვიზიტორი (მათ შორის მშობელი) სკოლის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

Monday, January 18, 2021

ანი ბერიძის უფასო წრე „ახალგაზრდა ხელოვანი“

 ქართული ეროვნული და ტრადიციული ხელოვნების შემსწავლელი წრე 

„ახალგაზრდა ხელოვანი“

საწრეო მუშაობა „ახალგაზრდა ხელოვანი“ არის ერთ სემესტრზე გათვლილი შემეცნებითი და გასართობი, საგანმანათლებლო პროგრამა მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელიც ხელს უწყობს ქართული ხელოვნების ცნობადობის გაზრდასა და მის მიმართ ინტერესის გაღვივებას მოსწავლეებში. საწრეო შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ. წრეზე თითოეული შეხვედრა შედგება როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ნაწილისგან. ეს კი ხელს უწყობს მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემა მოხდეს უფრო მარტივად დაეფექტურად. კეთებით სწავლა არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ მოსწავლეებმა გამოიმუშაონ ცოდნის დინამიურობა და ტრანსფერული უნარები. 

წრის ხელმძღვანელი: ანი ბერიძე - სსიპ ქალაქ თბილისის N58 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;

წრის პროგრამა: იხ. ბმული

იოსებ ლაზარაშვილის უფასო წრე IX-XI კლასის მოსწავლეებისთვის

 „ევროპასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი წრე“

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს უფასო წრე - „ევროპასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი წრე“. წრის პროგრამის მიხედვით გათვალისწინებული აქტივოებების განხორციელება დაიწყება თებერვლიდან და გაგრძელდება მეორე სემესტრის ბოლომდე. წრის ფარგლებში მოსწავლეებთან შეხედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ.

წრის ხელმძღვანელი: იოსებ ლაზარაშვილი - სსიპ ქალაქ თბილისი N58 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

წრის პროგრამა: იხ. ბმული

Monday, July 13, 2020

პირველკლასელთა რეგისტრაცია IV ეტაპი (რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა)

რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.

  • შეგახსენებთ, რომ IV ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
  • მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
  • მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (იხ. განცხადების ფორმა);
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
  • ბავშვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
  • დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტრო