ისტორია

სსიპ - ქალაქ თბილისის N58 საჯარო სკოლა მდებარეობს ვერაზე, ფიქრის გორაზე, შალვა ღამბაშიძის ქ. N3-ში. სკოლას დიდი ხნის ისტორია აქვს. სკოლა 1921 წლიდან ფუნქციონირებს, 1936 წელს მე-16 საშუალო სკოლას გადაეცა, 1943-44 წელს იგი ქალთა მე-7 საშუალო სკოლად გადაკეთდა, რომელმაც 1954 სასწავლო წლამდე იარსება, რის შემდეგაც ქალ-ვაჟთა სასწავლებლები კვლავ გაერთიანდა და სკოლას უკვე N58 მიეკუთვნა. 58-ე საშუალო სკოლამ 80-იან წლებამდე იარსება, შემდეგ მას სპორტული სკოლა შეუერთდა და რამდენიმე წელიწადში გამოეყო კიდეც და მიენიჭა N58, ხოლო ჩვენს სკოლას N183. 2017 ელს სკოლამ დაიბრუნა ძველი ნომერი N58.

მე-16 საშუალო სკოლას დაარსებიდან, ქალთა მე-7 და 58-ე საშუალო სკოლებს 1958-59 სასწავლო წლამდე ისტორიკოსი ლუდმილა სტურუა უძღვებოდა. 1959-1961 წლებში სკოლის დირექტორად მათემატიკოსი ვალერიან მელაძე დაინიშნა. ამის შემდეგ 58-ე საშუალო სკოლის დირექტორებად მუშაობდნენ: ნ. მჭედლიშვილი (1961-1962წწ.); ფ. ტაბატაძე (1962-1963წწ.); ლ. კოტრიკაძე (1963-1964წწ.); ვ. ლომსაძე (1964-1969წწ.); ი. სურგულაძე (1969-1971წწ.); ნ. წიქორიძე (1971-1979წწ.); ჯ. თარგამაძე (1979-1985წწ.); მ. ქათამიძე (1985-1987წწ.); გ. კალანდაძე (1987-1998წწ.); ე. კაკაბაძე (1998-2005წწ.); ნ. ინწკირველი (2005-2006წწ. მოვალეობის შემსრულებელი); ქ. კასრაძე (2006-2007წწ. მოვალეობის შემსრულებელი); თ. ჭარბაძე (2007-2011წწ.); მ. ბასიაშვილი (2011-2015); იოსებ ლაზარაშვილი (2015 წლიდან დღემდე).                        

სკოლაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ დამსახურებული პედაგოგები: გ. მიქაბერიძე, ს. ტაბიძე, ს. აბაშიძე, კ. ვადაჭკორია, ზ. ხონელიძე, თ. ახვლედიანი, პ. კამკამიძე, ლ. მინდელი, ვ. ლაღიძე, ც. იოსავა. ვ. კალანდარიშვილი, რომელიც მე-16 საშუალო სკოლის დაარსებიდან მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა. იგი რამდენიმე მოწვევის რაიონული და საქალაქო საბჭოს დეპუტატი იყო. მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით სკოლას სპორტული დარბაზი და სამი საკლასო ოთახი მიაშენეს.


No comments:

Post a Comment