2. სკოლის დირექტორად
შეიძლება აირჩეს ან დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება,
მუშაობის 3 წლის სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. სამეურვეო საბჭო
საჯარო სკოლის დირექტორს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით, 6 წლის ვადით, სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენილი დირექტორობის კანდიდატებისაგან
ირჩევს მათი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა
შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. საჯარო სკოლების
სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის კანდიდატები წარედგინება მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. დირექტორის ასარჩევად
სამეურვეო საბჭო კანდიდატების პროგრამებს ისმენს საჯარო სხდომაზე. სკოლის დირექცია
ხელს უწყობს დირექტორობის კანდიდატების მიერ საარჩევნო კამპანიის წარმოებას, კანდიდატების
შეხვედრების ორგანიზებას სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან.
6. სამეურვეო საბჭოს
მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად, დირექტორის
არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია 6 წლის ვადით დანიშნოს
ერთ-ერთი დირექტორად, რომლის დანიშვნა სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა.
7. დირექტორი არჩევიდან/დანიშვნიდან
2 კვირის ვადაში ნიშნავს იმ მოადგილეს, ხოლო მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში
– სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების
შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს მის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ
აგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
8. ახალი დირექტორის
არჩევა/დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.
დირექტორის ფუნქციები
1. სკოლის დირექტორი:
ა) ახორციელებს სკოლის
მართვას;
ბ) წარმოადგენს სკოლას
მესამე პირებთან ურთიერთობებში, გარდა ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა;
გ) სამეურვეო საბჭოს
დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს;
დ) შეიმუშავებს საშტატო
განრიგს;
ე) მონაწილეობს პედაგოგიური
საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;
ვ) სამინისტროს მიერ
დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და სკოლის
სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;
ზ) უფლებამოსილია ვადამდე
შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის,
სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული
წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
თ) უფლებამოსილია სამეურვეო
საბჭოს წევრ მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს
თანხმობის შემთხვევაში;
ი) სამინისტროს და სამეურვეო
საბჭოს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების
სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს და სამეურვეო საბჭოს თანხმობით გადის
შვებულებაში. სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახება სამინისტროს, ხოლო აფხაზეთისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი
შესაბამისი სამინისტროს, დისკრეციული უფლებამოსილებაა;
კ) ყოველი წლის 10 დეკემბრამდე
აბარებს ანგარიშს სკოლის სამეურვეო საბჭოს ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის
მიმდინარეობის შესახებ;
ლ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის
ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა;
მ) გათვალისწინებული
წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
ნ) ზედამხედველობს სკოლაში
მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
ო) შეიმუშავებს სკოლის
წესდების პროექტს და წარუდგენს სამეურვეო საბჭოს შესათანხმებლად, ხოლო საბჭოსთან შეთანხმებულ
პროექტს – სამინისტროს დასამტკიცებლად;
პ) სამეურვეო საბჭოს
დავალების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი
გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართავს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს
და დებს შესაბამის ხელშეკრულებას;
ჟ) ახორციელებს საქართველოს
კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა
საქმიანობას.
2. დირექტორი საქართველოს
კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ
სამართლებრივ აქტებს.
3. სკოლის დირექტორი
პერსონალურად აგებს პასუხს:
ა) ეროვნული სასწავლო
გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო
პროცესზე;
ბ) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა პატრონობასა და რაციონალურად გამოყენებაზე;
გ) სკოლაში მასწავლებლებისა
და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
წყარო: საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №448 „ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდებისდამტკიცების შესახებ“
წყარო: საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №448 „ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდებისდამტკიცების შესახებ“
No comments:
Post a Comment