Monday, May 10, 2021
Tuesday, April 20, 2021
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2021 - II ეტაპი (და/ძმა, ორი ან მეტი ბავშვი, თანამშრომელი)
გაცნობებთ, რომ საქართველოს
მთავრობის N175 დადგენილებით, 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გამო, ცვლილება
შევიდა II ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში და II ეტაპზე პირველ კლასში
მოსწავლეთა რეგისტრაციისა და ჩარიცხვის ვადებად განისაზღვრა 2021 წლის 20 აპრილიდან
29 აპრილის ჩათვლით.
II ეტაპზე სკოლაში რეგისტრირდებიან მხოლოდ ის ბავშვები:
- რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
- რომელთა მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
- რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
ამ ეტაპზე ერთდროულად
ხდება მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება, ბაზაში მოსწავლის რეგისტრაცია
და ჩარიცხვის ბრძანების გამოცემა (მშობლის განცხადების წარდგენიდან 2 სამუშაო დღის
ვადაში). მოსწავლის რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
- მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (იხ. განცხადების ფორმა);
- მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
- ბავშვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
- დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
გარდა ამისა, სსსმ მოსწავლეთა მიერ სკოლაში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა 5 ივნისამდე გახანგრძლივდა.
Tuesday, March 9, 2021
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2021
I ეტაპი - სსსმ მოსწავლეები:
საჯარო
სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ
- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის და დოკუმენტების წარდგენის ვადები (I ეტაპი) სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის განისაზღვროს შემდეგი წესით:
ა)
ელექტრონული რეგისტრაციისათვის - 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით
პერიოდი;
ბ) დოკუმენტების წარდგენისათვის - 2021 წლის 29 მარტიდან 2021 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდი.
II ეტაპი - და/ძმა, ორი ან მეტი ბავშვი,
თანამშრომელი
საჯარო
სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
რეგისტრაციის და დოკუმენტების წარდგენის ვადად (II ეტაპი) 2021 წლის 27 აპრილიდან 2021 წლის 11 მაისის ჩათვლით პერიოდი განისაზღვროს იმ კატეგორიის მოსწავლეებისთვის, რომელთა:
ა) და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია;
გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის
პირველ კლასში.
III ეტაპი - საყოველთაო
საჯარო
სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ
- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საყოველთაო რეგისტრაციის
და დოკუმენტების წარდგენის ვადები (III ეტაპი) იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც
არ მიეკუთვნებიან პირველი და მეორე ეტაპის წესებით გათვალისწინებულ პირთა წრეს,
განისაზღვროს შემდეგი წესით:
ა) ელექტრონული
რეგისტრაციისათვის
- 2021 წლის 13 მაისიდან 2021 წლის 5 ივნისის ჩათვლით პერიოდი.
ბ) დოკუმენტების წარდგენისათვის - 2021 წლის 8 ივნისიდან 2021 წლის 22 ივნისის ჩათვლით პერიოდი.
IV ეტაპი - I, II და III
ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა
I, II და III ეტაპებისთვის განსაზღვრულ ვადებში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების საჯარო სკოლაში წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ/თავისუფალ ადგილებზე (IV ეტაპი) მოსწავლის რეგისტრაციისა და საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადად განისაზღვროს 2021 წლის 24 ივნისიდან 2021 წლის 10 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
