პირველკლასელთა რეგისტრაცია

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია მოიცავს 4 ეტაპს:
I ეტაპზე რეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები და რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
II ეტაპზე რეგისტრირდებიან ის ბავშვები:
  • რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
  • მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;
  • ამ ეტაპზეც რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
III ეტაპზე არის საყოველთაო რეგისტრაცია, როცა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია საკუთარი შვილი დაარეგისტრიროს სასურველ სკოლაში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
IV ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

No comments:

Post a Comment