Monday, January 18, 2021

ანი ბერიძის უფასო წრე „ახალგაზრდა ხელოვანი“

 ქართული ეროვნული და ტრადიციული ხელოვნების შემსწავლელი წრე 

„ახალგაზრდა ხელოვანი“

საწრეო მუშაობა „ახალგაზრდა ხელოვანი“ არის ერთ სემესტრზე გათვლილი შემეცნებითი და გასართობი, საგანმანათლებლო პროგრამა მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელიც ხელს უწყობს ქართული ხელოვნების ცნობადობის გაზრდასა და მის მიმართ ინტერესის გაღვივებას მოსწავლეებში. საწრეო შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ. წრეზე თითოეული შეხვედრა შედგება როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ნაწილისგან. ეს კი ხელს უწყობს მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემა მოხდეს უფრო მარტივად დაეფექტურად. კეთებით სწავლა არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ მოსწავლეებმა გამოიმუშაონ ცოდნის დინამიურობა და ტრანსფერული უნარები. 

წრის ხელმძღვანელი: ანი ბერიძე - სსიპ ქალაქ თბილისის N58 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;

წრის პროგრამა: იხ. ბმული

იოსებ ლაზარაშვილის უფასო წრე IX-XI კლასის მოსწავლეებისთვის

 „ევროპასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი წრე“

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს უფასო წრე - „ევროპასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი წრე“. წრის პროგრამის მიხედვით გათვალისწინებული აქტივოებების განხორციელება დაიწყება თებერვლიდან და გაგრძელდება მეორე სემესტრის ბოლომდე. წრის ფარგლებში მოსწავლეებთან შეხედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ.

წრის ხელმძღვანელი: იოსებ ლაზარაშვილი - სსიპ ქალაქ თბილისი N58 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

წრის პროგრამა: იხ. ბმული

Monday, July 13, 2020

პირველკლასელთა რეგისტრაცია IV ეტაპი (რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა)

რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.

  • შეგახსენებთ, რომ IV ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
  • მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
  • მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (იხ. განცხადების ფორმა);
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
  • ბავშვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
  • დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტრო

Monday, June 1, 2020

ნუნუ გაბათაშვილის პრაქტიკის კვლევა

ნუნუ გაბათაშვილის პრაქტიკის კვლევის ანგარიში თემაზე: „VI კლასის მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის განვითარების ხელშეწყობა არაფორმალური განათლების როლის გაზრდით“

პირველკლასელთა რეგისტრაცია III ეტაპი (საყოველთაო)

III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე registration.emis.ge ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
  • მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (იხ. განცხადების ფორმა);
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
  • ბავშვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
  • დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტრო

Monday, May 11, 2020

პირველკლასელთა რეგისტრაცია II ეტაპი (და/ძმა, ორი ან მეტი ბავშვი, თანამშრომელი)

რეგისტრაციის II ეტაპი განხორციელდება 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით.
ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:
  • რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
  • მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
  • რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.