მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:
- ყურადღებით გაეცნოს სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას;
- სკოლაში სავალდებულოა პირბადის ტარება V-XII კლასის მოსწავლეებისთვის;
- სკოლაში რეკომენდებულია პირბადის ტარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის;
- სკოლაში წასვლამდე აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და 37 გრადუსი და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვას სკოლაში;
- ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინოს სკოლას;
- უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში;
- სკოლაში მოსწავლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;
- სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მოსწავლის სკოლიდან წაყვანა;
- დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს;
- ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბანის, ფოთის, მარნეულის, გორის, ბათუმის და ქობულეთის საჯარო სკოლების შემთხვევაში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილის შემთხვევაში მიიღოს სკოლისგან ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით (გაკვეთილების ჩატარების დრო, მასწავლებლების ვინაობა), ოთხშაბათ დღეს დაარეგისტრიროს მოსწავლე ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge. დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ისევ ოთხშაბათ დღეს გააუქმოს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge;
- ვინაიდან შეჩერებულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, სურვილის მიხედვით უზრუნველყოს მოსწავლე საკვებით;
- სკოლა ვალდებულია მაქსიმალურად შეზღუდავს ვიზიტორთა რაოდენობა სკოლის შენობაში, ვიზიტორი (მათ შორის მშობელი) სკოლის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.