I ეტაპი - სსსმ მოსწავლეები:
საჯარო
სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ
- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის და დოკუმენტების წარდგენის ვადები (I ეტაპი) სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის განისაზღვროს შემდეგი წესით:
ა)
ელექტრონული რეგისტრაციისათვის - 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით
პერიოდი;
ბ) დოკუმენტების წარდგენისათვის - 2021 წლის 29 მარტიდან 2021 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდი.
II ეტაპი - და/ძმა, ორი ან მეტი ბავშვი,
თანამშრომელი
საჯარო
სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
რეგისტრაციის და დოკუმენტების წარდგენის ვადად (II ეტაპი) 2021 წლის 27 აპრილიდან 2021 წლის 11 მაისის ჩათვლით პერიოდი განისაზღვროს იმ კატეგორიის მოსწავლეებისთვის, რომელთა:
ა) და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია;
გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის
პირველ კლასში.
III ეტაპი - საყოველთაო
საჯარო
სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ
- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საყოველთაო რეგისტრაციის
და დოკუმენტების წარდგენის ვადები (III ეტაპი) იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც
არ მიეკუთვნებიან პირველი და მეორე ეტაპის წესებით გათვალისწინებულ პირთა წრეს,
განისაზღვროს შემდეგი წესით:
ა) ელექტრონული
რეგისტრაციისათვის
- 2021 წლის 13 მაისიდან 2021 წლის 5 ივნისის ჩათვლით პერიოდი.
ბ) დოკუმენტების წარდგენისათვის - 2021 წლის 8 ივნისიდან 2021 წლის 22 ივნისის ჩათვლით პერიოდი.
IV ეტაპი - I, II და III
ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა
I, II და III ეტაპებისთვის განსაზღვრულ ვადებში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების საჯარო სკოლაში წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ/თავისუფალ ადგილებზე (IV ეტაპი) მოსწავლის რეგისტრაციისა და საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადად განისაზღვროს 2021 წლის 24 ივნისიდან 2021 წლის 10 ივლისის ჩათვლით პერიოდი.