Saturday, February 13, 2021

რესურსოთახი და სსსმ მოსწავლესთან მუშაობა:

  • განხორციელდება ყველა იმ ზედაპირის დასუფთავება/დეზინფექცია, რომელთანაც შეხება უწევს სსსმ მოსწავლეს (მოსწავლესთან მუშაობის პროცესში გამოყენებული ნებისმიერი დამხმარე და განმავითარებელი რესურსი, მათ შორის, ეტლი, ყავარჯენი, სათვალე და სხვა);
  • რესურსოთახში, ინტეგრირებულ კლასსა და ასევე, საჭიროების შესაბამისად, საკლასო ოთახში, უზრუნველყოფილ იქნება გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის  დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
  • სსსმ მოსწავლესთან  მუშაობის დროს სპეციალისტი გამოიყენებს პირბადეს, თუ სამუშაო მოითხოვს 1 მ-ზე ახლოს მიახლოვებას, ამასთან, ხელებით კონტაქტის საჭიროებისას გამოიყენებს ერთჯერად  ხელთათმანს;
  • სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტი შეძლებისდაგვარად დაეხმარება სსსმ მოსწავლეებს უსაფრთხო დისტანციის დაცვაში.

გაკვეთილების ცხრილი და დღის რეჟიმი 2021 წლის 15 თებრვლიდან

 დასწრებით სწავლება:

დისტანციური სწავლება:

Friday, February 12, 2021

მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია

მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:

  • ყურადღებით გაეცნოს სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას;
  • სკოლაში სავალდებულოა პირბადის ტარება V-XII კლასის მოსწავლეებისთვის;
  • სკოლაში რეკომენდებულია პირბადის ტარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის;
  • სკოლაში წასვლამდე აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და 37 გრადუსი და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვას სკოლაში;
  • ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინოს სკოლას;
  • უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში;
  • სკოლაში მოსწავლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;
  • სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მოსწავლის სკოლიდან წაყვანა;
  • დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს;
  • ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბანის, ფოთის, მარნეულის, გორის, ბათუმის და ქობულეთის საჯარო სკოლების შემთხვევაში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილის შემთხვევაში მიიღოს სკოლისგან ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით (გაკვეთილების ჩატარების დრო, მასწავლებლების ვინაობა), ოთხშაბათ დღეს დაარეგისტრიროს მოსწავლე ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge. დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ისევ ოთხშაბათ დღეს გააუქმოს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge;
  • ვინაიდან შეჩერებულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, სურვილის მიხედვით უზრუნველყოს მოსწავლე საკვებით;
  • სკოლა ვალდებულია მაქსიმალურად შეზღუდავს ვიზიტორთა რაოდენობა სკოლის შენობაში, ვიზიტორი (მათ შორის მშობელი) სკოლის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.