სსიპ ქალაქ თბილისის N58 საჯარო სკოლა
Monday, May 10, 2021
Tuesday, April 20, 2021
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2021 - II ეტაპი (და/ძმა, ორი ან მეტი ბავშვი, თანამშრომელი)
გაცნობებთ, რომ საქართველოს
მთავრობის N175 დადგენილებით, 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გამო, ცვლილება
შევიდა II ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში და II ეტაპზე პირველ კლასში
მოსწავლეთა რეგისტრაციისა და ჩარიცხვის ვადებად განისაზღვრა 2021 წლის 20 აპრილიდან
29 აპრილის ჩათვლით.
II ეტაპზე სკოლაში რეგისტრირდებიან მხოლოდ ის ბავშვები:
- რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
- რომელთა მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
- რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
ამ ეტაპზე ერთდროულად
ხდება მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება, ბაზაში მოსწავლის რეგისტრაცია
და ჩარიცხვის ბრძანების გამოცემა (მშობლის განცხადების წარდგენიდან 2 სამუშაო დღის
ვადაში). მოსწავლის რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
- მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (იხ. განცხადების ფორმა);
- მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
- ბავშვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
- დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
გარდა ამისა, სსსმ მოსწავლეთა მიერ სკოლაში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა 5 ივნისამდე გახანგრძლივდა.
Tuesday, March 9, 2021
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2021
I ეტაპი - სსსმ მოსწავლეები:
საჯარო
სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ
- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის და დოკუმენტების წარდგენის ვადები (I ეტაპი) სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის განისაზღვროს შემდეგი წესით:
ა)
ელექტრონული რეგისტრაციისათვის - 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით
პერიოდი;
ბ) დოკუმენტების წარდგენისათვის - 2021 წლის 29 მარტიდან 2021 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდი.
II ეტაპი - და/ძმა, ორი ან მეტი ბავშვი,
თანამშრომელი
საჯარო
სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
რეგისტრაციის და დოკუმენტების წარდგენის ვადად (II ეტაპი) 2021 წლის 27 აპრილიდან 2021 წლის 11 მაისის ჩათვლით პერიოდი განისაზღვროს იმ კატეგორიის მოსწავლეებისთვის, რომელთა:
ა) და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია;
გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის
პირველ კლასში.
III ეტაპი - საყოველთაო
საჯარო
სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ
- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საყოველთაო რეგისტრაციის
და დოკუმენტების წარდგენის ვადები (III ეტაპი) იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც
არ მიეკუთვნებიან პირველი და მეორე ეტაპის წესებით გათვალისწინებულ პირთა წრეს,
განისაზღვროს შემდეგი წესით:
ა) ელექტრონული
რეგისტრაციისათვის
- 2021 წლის 13 მაისიდან 2021 წლის 5 ივნისის ჩათვლით პერიოდი.
ბ) დოკუმენტების წარდგენისათვის - 2021 წლის 8 ივნისიდან 2021 წლის 22 ივნისის ჩათვლით პერიოდი.
IV ეტაპი - I, II და III
ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა
I, II და III ეტაპებისთვის განსაზღვრულ ვადებში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების საჯარო სკოლაში წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ/თავისუფალ ადგილებზე (IV ეტაპი) მოსწავლის რეგისტრაციისა და საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადად განისაზღვროს 2021 წლის 24 ივნისიდან 2021 წლის 10 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
Sunday, February 14, 2021
Saturday, February 13, 2021
რესურსოთახი და სსსმ მოსწავლესთან მუშაობა:
- განხორციელდება ყველა იმ ზედაპირის დასუფთავება/დეზინფექცია, რომელთანაც შეხება უწევს სსსმ მოსწავლეს (მოსწავლესთან მუშაობის პროცესში გამოყენებული ნებისმიერი დამხმარე და განმავითარებელი რესურსი, მათ შორის, ეტლი, ყავარჯენი, სათვალე და სხვა);
- რესურსოთახში, ინტეგრირებულ კლასსა და ასევე, საჭიროების შესაბამისად, საკლასო ოთახში, უზრუნველყოფილ იქნება გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
- სსსმ მოსწავლესთან მუშაობის დროს სპეციალისტი გამოიყენებს პირბადეს, თუ სამუშაო მოითხოვს 1 მ-ზე ახლოს მიახლოვებას, ამასთან, ხელებით კონტაქტის საჭიროებისას გამოიყენებს ერთჯერად ხელთათმანს;
- სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტი შეძლებისდაგვარად დაეხმარება სსსმ მოსწავლეებს უსაფრთხო დისტანციის დაცვაში.
Friday, February 12, 2021
მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია
მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:
- ყურადღებით გაეცნოს სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას;
- სკოლაში სავალდებულოა პირბადის ტარება V-XII კლასის მოსწავლეებისთვის;
- სკოლაში რეკომენდებულია პირბადის ტარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის;
- სკოლაში წასვლამდე აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და 37 გრადუსი და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვას სკოლაში;
- ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინოს სკოლას;
- უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში;
- სკოლაში მოსწავლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;
- სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მოსწავლის სკოლიდან წაყვანა;
- დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს;
- ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბანის, ფოთის, მარნეულის, გორის, ბათუმის და ქობულეთის საჯარო სკოლების შემთხვევაში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილის შემთხვევაში მიიღოს სკოლისგან ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით (გაკვეთილების ჩატარების დრო, მასწავლებლების ვინაობა), ოთხშაბათ დღეს დაარეგისტრიროს მოსწავლე ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge. დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ისევ ოთხშაბათ დღეს გააუქმოს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge;
- ვინაიდან შეჩერებულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, სურვილის მიხედვით უზრუნველყოს მოსწავლე საკვებით;
- სკოლა ვალდებულია მაქსიმალურად შეზღუდავს ვიზიტორთა რაოდენობა სკოლის შენობაში, ვიზიტორი (მათ შორის მშობელი) სკოლის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.